Tuesday, June 9, 2009

მოდენიზაციები

Palais Garnier
არქიტექტურული სიდიდე და პომპეზურობა ბუნებრივად შეერწყა თეატრის მუსიკალურ ცხოვრებას. ოპერის ისტორია მოიცავს მრავალ ინოვაციებს წარმოდგენების გაფორმებაში: ელექტროენერგია, შუქის ეფექტებისათივს ელექტროობის გამოყენება. ტრადიციული იყო აგრეთვე მესამე აქტის წინ დიდი საბალეტო სცენები, რათა ზოგიერთ არისტოკრატს გაგვიანებით მოსვლის შემდეგაც მისცემოდა საშუალება დამტკბარიყო ბალეტში მონაწილე ახალგაზრდა ბალერინების მზერით.
1881 წლიდან დიდი დარბაზში ჩნდება ელექტრო განათება. 1950-იანი წლების, დასაწყისში დამონტაჟდა ახალი ლიფტები მომსახურე პერსონალის, მსახიობებისა და ადმონისტრაციისთვის. დამონტაჟდა სუბტიტრაჟის მოწყობილობა, 1969 წელს თეატრში ახალი ელექტროგაყვანილობა დაამონტაჟეს, ხოლო 1978წ. თავდაპირველი საცეკვაო ფოიეს ნაწილი სარეპეტიციო ოთახად გადააკეთეს საბალეტო დასისათვის, არქიტექტორი ჟან-ლუპ რობეროს პროექტით. 1994 წელს დაიწყო თეატრის საფუძვლიანი რესტავრაცია, რომლის დროსაც განახლდა სცენის მექანიკური და ელექტრო მოწყობილობა, ასევე აღდგა საწყისი დეკორაციები, გამაგრდა შენობის საფუძველი. რეკონსტრუქცია 2006 წელს დასრულდა.

No comments:

Post a Comment