Tuesday, June 9, 2009

ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცეოდა. მშენებლობისათვის საგანგებოდ ირჩეოდა არქიტექტორები. ოპერის თეატრების შენობების უმეტსობა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის განძთა ნუსხაშია. ოპერა ერის კულტურის ერთ-ერთი სიმბოლოა. "გარნიეს ოპერა" სწორედ კულტურის სიმბოლოდ იქცა საფრანგეთისთვის.
"გარნიეს ოპერისთვის" განსაკუთრებული დადგმები ოქნებოდა, რაშიდაც დიდი პოტენციალი გამოავლინეს ანტონიო სალიერიმ და ჟაკომო მაიერმა, მაგრამ პარიზის ოპერისთვის დაუწერიათ ისეთ კომპოზიტორებს, როგორებიც არიან დონიცეტი, როსინი და ვერდი.
ამ შენობის სტილი შთაგონების წყარო გახდა მრავალი არქიტქტორისთვის მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში. პოლონეთში, 1893წ. გარნიეს სასახლის იერზე აგებულ იქნა იულიუშ სლოვაცკის თეატრი, ვარშავაში კი 1900-01წწ. ვარშავის ფილარმონიული დარბაზის ფასადი.

მოდენიზაციები

არქიტექტურული სიდიდე და პომპეზურობა ბუნებრივად შეერწყა თეატრის მუსიკალურ ცხოვრებას. ოპერის ისტორია მოიცავს მრავალ ინოვაციებს წარმოდგენების გაფორმებაში: ელექტროენერგია, შუქის ეფექტებისათივს ელექტროობის გამოყენება. ტრადიციული იყო აგრეთვე მესამე აქტის წინ დიდი საბალეტო სცენები, რათა ზოგიერთ არისტოკრატს გაგვიანებით მოსვლის შემდეგაც მისცემოდა საშუალება დამტკბარიყო ბალეტში მონაწილე ახალგაზრდა ბალერინების მზერით.
1881 წლიდან დიდი დარბაზში ჩნდება ელექტრო განათება. 1950-იანი წლების, დასაწყისში დამონტაჟდა ახალი ლიფტები მომსახურე პერსონალის, მსახიობებისა და ადმონისტრაციისთვის. დამონტაჟდა სუბტიტრაჟის მოწყობილობა, 1969 წელს თეატრში ახალი ელექტროგაყვანილობა დაამონტაჟეს, ხოლო 1978წ. თავდაპირველი საცეკვაო ფოიეს ნაწილი სარეპეტიციო ოთახად გადააკეთეს საბალეტო დასისათვის, არქიტექტორი ჟან-ლუპ რობეროს პროექტით. 1994 წელს დაიწყო თეატრის საფუძვლიანი რესტავრაცია, რომლის დროსაც განახლდა სცენის მექანიკური და ელექტრო მოწყობილობა, ასევე აღდგა საწყისი დეკორაციები, გამაგრდა შენობის საფუძველი. რეკონსტრუქცია 2006 წელს დასრულდა.

Subscribe to:
Comments (Atom)